19 აპრილი 2024,   03:03
ვრცლად
ბათუმის კლინიკა "მედალფაში" COVID-19-ით ინფიცირებული 16 პაციენტია მოთავსებული

ბათუმში, კლინიკა "მედალფაში" COVID-19-ით ინფიცირებული 16 პაციენტია მოთავსებული. ვირუსი გუშინ ახალგაზრდა ქალს და მის 6 წლის შვილს დაუდასტურდა. ისინი საკარანტინო სივრციდან ტემპერატურის მატების გამო ცხელების ცენტრში გადაიყვანეს. მათი მდგომარეობა სტაბილურია.

ამ დრომდე, მართვით სუნთქვაზეა 70 წლის მამაკაცი. დანარჩენი პაციენტები საშუალო სიმძიმის არიან.

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის, ზაალ მიქელაძის ინფორმაციით, საკარანტინო სივრცეში 2000-მდე ადამიანი რჩება.

"2000-მდე რჩება საკარანტინო სივრცეში, მიუხედავად იმისა, რომ ის ადამიანები, რომლებიც ამთავრებენ 14 დღიან საკარანტინო რეჟიმს, გადიან და ასეთი 1500-ზე მეტია. გვაქვს რა საზღვარი მეზობელ თურქეთის სახელმწიფოსთან, ქვეყანაში დაბრუნების მსურველი, საშუალოდ, არის 100-150 მოქალაქე. პროტოკოლის თანახმად, როგორც კი ისინი კვეთენ საზღვარს, გადადიან საკარანტინო სივრცეში. ამიტომ, მუდმივად იცვლება ეს რიცხვი საკარანტინო სივრცეში,"- განაცხადა ზაალ მიქელაძემ.

 

 

 

დღის ამბები