18 ნოემბერი 2024,   07:27
ვრცლად
იმას, რასაც სახლში მკურნალობა ჰქვია, ჩვენი მოქალაქეები გაივლიან საკარანტინო სივრცეებში - ჯანდაცვის მინისტრი 

რა პრინციპის მიხედვით შეარჩევენ პაციენტებს, რომლებსაც კორონავირუსზე სახლში ან საკარანტინო ზონაში უმკურნალებენ,- ამის შესახებ ეკატერინე ტიკარაძემ "დღის კურიერში" ისაუბრა. ეკატერინე ტიკარაძის თქმით, მოხდება ასაკობრივი ჯგუფის, ქრონიკული დაავადებების ქონის და დაავადების მიმდინარეობის გათვალისწინება. ამასთან, ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, არსებობს რისკი, რომ სახლში მკურნალობის დროს კორონავირუსით დაინფიცირებული პირები ოჯახის წევრებისგან საკმარის თვითიზოლაციაში ვერ იქნებიან, ამიტომ ჯანდაცვის უწყება მათ მკურნალობას არა სახლში, არამედ საკარანტინო სივრცეში აპირებს:

"კომპლექსურად მივიღებთ გადაწყვეტილებას თუ რომელი პაციენტი იქნება გადამისამართებული ჰოსპიტალში და რომელი შეძლებს საკარანტინო ზონებში. თვითიზოლაციაში და სახლში მკურნალობის შემთხვევებში ჩვენ ვხედავთ გარკვეულ რისკებს, ვინაიდან არ ვართ დარწმუნებული, რომ ადამიანები შეძლებენ საკმაოდ კარგ თვითიზოლაციას თავისი ოჯახის წევრებისგან. ამ რისკების თავიდან ასაცილებლად ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ძირითადად ის, რასაც სახლში მკურნალობა და ოჯახის ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ მკურნალობა ჰქვია, ჩვენი მოქალაქეები გაივლიან საკარანტინო სივრცეებში," - განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

დღის ამბები