08 ოქტომბერი 2024,   12:18
ვრცლად
ლენტეხში სამართალდამცველების რაოდენობა გაიზრდება - გადაადგილებაზე მკაცრი კონტროლი დაწესდა

რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული, არჩილ ჯაფარიძე აცხადებს, რომ ლენტეხში უსაფრთხოების ზომები გამკაცრებულია. მისი თქმით, მუნიციპალიტეტში შევლენ სამხედროები და ვითარებას გააკონტროლებენ. 

გადაწყვეტილება კორონავირუსის 4 დადასტურებულ შემთხვევას უკავშირდება. ყველა მათგანს უშუალო კონტაქტი ჰქონდა ინფიცირებულ 53 წლის მამაკაცთან.

არჩილ ჯაფარიძე ამბობს, რომ ოთხივე მათგანი თვითიზოლაციაში იმყოფება და მათ თბილისის კლინიკაში გადაიყვანენ. 

"ოთხივე არის თვითიზოლაციაში, არ მოხდა მათი ცხელების ცენტრში გადაყვანა, დამატებით რისკების გამო და სულ რამდენიმე საათში მოხდება ოთხივე პაციენტის თბილისში გადაყვანა შესაბამის კლინიკებში. ეს არის ერთი ოჯახური კლასტერი და გამომდინარე აქედან, ეს წრე დიდად არ გაფართოვდება. სამართალდამდველების რაოდენობა მკვეთრად გაიზრდება, იმიტომ რომ მაქსიმალური კონტროლი დაწესდება გადაადგილებაზე, სამართალდაღვევებზე,“ - აცხადებს რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული, არჩილ ჯაფარიძე.

 

 

დღის ამბები