18 აპრილი 2024,   20:17
ვრცლად
დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა კორონავირუსი დაამარცხა - ბორის ჯონსონი კლინიკიდან გაწერეს

დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი ბორის ჯონსონი საავადმყოფოდან გაწერეს. 55 წლის პრემიერი COVID-19-ის დიაგნოზით 1 კვირის წინ ლონდონში, წმინდა თომას საავადმყოფოში მოათავსეს.

კორონავირუსით ინფიცირებული ბორის ჯონსონი მკურნალობას ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში გადიოდა.

ექიმების რჩევით, ახალი ვირუსისგან გამოჯანმრთელებული დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი სამსახურს ჯერჯერობით არ დაუბრუნდება და რეაბილიტაციას ლონდონს გარეთ მდებარე საკუთარ რეზიდენციაში გაივლის.

დღის ამბები