14 მარტი 2025,   06:16
ვრცლად
ჰონგ-კონგში პანდემიის და ჰაერის ტემპერატურის მატების პარალელურად, სანაპიროზე რუჯის მიღების მსურველთა რიცხვი იმატებს
Video Player is loading.
Current Time 0:00
Duration -:-
Loaded: 0%
Stream Type LIVE
Remaining Time -:-
 
1x
    • Chapters
    • descriptions off, selected
    • subtitles off, selected

      ჰონგ-კონგში ფიქრობენ, რომ კორონავირუსის პანდემიის გამო დაწესებული აკრძალვების შესრულება, ამინდის გაუმჯობესების პარალელურად გართულდება და ადგილობრივების საჯარო სივრცეში გადაადგილება ტემპერატურის მატებასთან ერთად გააქტიურდება, რადგან სანაპიროზე რუჯის მიღების მსურველთა რიცხვი იმატებს.  

      ჰონგ-კონგის სამართალდამცავი უწყების წარმომადგენლები საჯარო სივრცეში 4-ზე მეტი ადამიანის შეკრების შემთხვევებს მკაცრად აკონტროლებენ, ამ დროისთვის მეგაპოლისში კორონავირუსით ინფიცირების 1,001 შემთხვევა ფიქსირდება, გარდაცვლილია 4 ადამიანი.