COVID 19-ის გავრცელების წინააღმდეგ მიმართული პრევენციული ღონისძიებების ფარგლებში, გურიაში თერმოსკრინინგი 3 ათას პირს ჩაუტარდა. სკრინინგის შედეგად, ამ დრომდე, საეჭვო სიმპტომები არ გამოვლენილა.
საკონტროლო გამშვები პუნქტები დაბა ნასაკირალის სამივე შესასვლელთან არის განთავსებული. მოწმდება დაბაში შემსვლელი მოსახლეობა. პრევენციის მიზნით, საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის თანამშრომლები მოხალისეებთან და სამართალდამცავებთან ერთად, მოსახლეობას სახლებშიც აკითხავენ და სიცხეს დისტანციურად უზომავენ.
საჭიროების შემთხვევაში, ხელისუფლება მსგავს ღონისძიებებს რეგიონის სამივე მუნიციპალიტეტში ჩაატარებს.
გურიაში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევა ამ დრომდე არ გამოვლენილა.