საქართველოში კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევები 266-მდე გაიზარდა. ინფორმაცია ოფიციალურ ვებგვერდზე ცოტა ხნის წინ განახლდა.
stopcov.ge-ზე განთავსებული ინფორმაციის თანახმად, ახლა უკვე 266 დადასტურებული შემთხვევიდან გამოჯანმრთელებული კვლავ 67 მოქალაქეა. გარდაცვლილია სამი.
უცხოეთიდან საქართველოში სამკურნალოდ გადმოყვანილია სამი პაციენტი.
კარანტინის რეჟიმში ამ ეტაპზე 4 872 მოქალაქე იმყოფება, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ 453 ადამიანი რჩება.