სპორტსმენის კლასტერის კიდევ ორი წევრის განმეორებით ანალიზს გააგზავნიან დღეს ლუგარის ლაბორატორიაში.
საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ინფორმაციით, ანაკლიის კარანტინში მყოფი ორი პირის ბიოლოგიური მასალა პროტოკოლის შესაბამისად გადაიგზავნება. ინფიცირებული სპორტსმენის არცერთ წევრს კორონავირუსი არ დაუდგინდა.
სულ კარანტინში მასთან უშუალო კონტაქტში მყოფი 23 ადამიანია. მათ კარანტინიდან თვითიზოლაციაში, უახლოეს დღეებში გადაიყვანენ.