ბათუმში Covid-19-ით ინფიცირებული მედდა შესაძლოა დღეს გაეწეროს. კლინიკა "მედალფას" დირექტორის განცხადებით, პაციენტს ლაბორატორიული კვლევა ჩაუტარდა, პირველი ტესტით კორონავირუსი არ დაუდასტურდა.
დღეს განმეორებით გამოკვლევას ჩაუტარებენ და თუ მეორე ტესტის შედეგიც ვირუსზე უარყოფითი იქნება, მედდა კლინიკას დატოვებს.
"მედალფაში" 25 ინფიცირებულია. ამათგან ერთის მდგომარეობა კვლავ მძიმეა და პაციენტი მართვით სუნთქვაზე იმყოფება. დანარჩენ პაციენტებს პნევმონია აქვთ, მათი მდგომარეობა ამ ეტაპზე დამაკმაყოფილებელია.