18 ნოემბერი 2024,   20:23
ვრცლად
ბარსელონაში კორონავირუსით საქართველოს მოქალაქე გარდაიცვალა

ბარსელონაში 1965 წელს დაბადებული საქართველოს მოქალაქე კორონავირუსის დიაგმოზით გარდაიცვალა, ამის შესახებ მთავრობის კანცელარიაში გამართულ ბრიფინგზე საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა განაცხადა.

მისი თქმით, მამაკაცი ონკოპაციენტი იყო და ჯანმრთელობის სხვა პრობლემებიც აწუხებდა. კორონავირუსმა კი მისი მდგომარეობა კიდევ უფრო დაამძიმა და პაციენტის გადარჩენა ვერ მოხერხდა.

"საქართველოს საკონსულო არის მის ოჯახის წევრებთან მუდმივ კავშირზე და ყველაფერს გავაკეთებთ, რომ დაკრძალვის პროცედურები, რაც არის ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის პროტოკოლით გათვალისწნებული, იყოს დაცული და დაკრძალვის პროცედურებს ოჯახთან შეთანხმებით განვახორციელებთ," - განაცხადა საგარეო უწყების ხელმძღვანელმა.

დღის ამბები