18 ნოემბერი 2024,   17:53
ვრცლად
შევდივართ პიკის ფაზაში, მოქალაქეები განსაკუთრებული პასუხისმგებლობით უნდა მოეკიდონ უახლოეს დღეებს - დავით ზალკალიანი

საგანგებო მდგომარეობის გახანგრძლივებაზე დღეს განცხადებები გაკეთდა მთავრობის ადმინისტრაციაში საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ.

მთავრობა ამბობს, რომ გადაწყვეტილება დამოკიდებული იქნება ქვეყანაში არსებულ ვითარებაზე და ვირუსის გავრცელების ტემპზე. ასევე, იმ რეკომენდაციების შესრულებაზე, რომლებიც მოქალაქეებს უკვე აქვთ.

საგარეო საქმეთა მინისტრმა საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ მოსახლეობას მოუწოდა, უახლოესი ორი კვირის განმავლობაში მაქსიმალურად დაიცვან რეკომენდაციები.

"ჩვენ შევდივართ პიკის ფაზაში. ჩვენი მოქალაქეები განსაკუთრებული პასუხისმგებლობით უნდა მოეკიდონ უახლოეს დღეებს, რომ ეს საგანგებო რეჟიმი სწრაფად დასრულდეს,"- განაცხადა დავით ზალკალიანმა.

დღის ამბები