18 ნოემბერი 2024,   07:30
ვრცლად
თუ ეს 4 დღე ვიქნებით ძალიან ფრთხილად, არ გვექნება დრამატული ზრდა, დამიჯერეთ - ამირან გამყრელიძე

დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა "დღის კურიერის" ეთერში მოვლენების სამომავლო განვითარების შესახებ ისაუბრა, იმ შემთხვევაში, თუ საზოგადოება კორონავირუსთან დაკავშირებით, რეკომენდაციებს  სრულად შეასრულებს.

ამირან გამყრელიძის თქმით, ამით თავიდან აცილებული იქნება ინფექციის გავრცელების დრამატული ზრდა და საქართველოს ჯანდაცვის სისტემა შეძლებს ამის გამკლავებას:

"თუ შესრულდება ყველა ის რეკომენდაციები, რასაც დღეს სახელმწიფო იძლევა და ეს 4 დღე ვიქნებით ძალიან ფრთხილად, გვექნება ზრდა, მაგრამ არ გვექნება დრამატული ზრდა. დამიჯერეთ,"- განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

დღის ამბები