26 აპრილი 2024,   19:43
ვრცლად
რუხის საავადმყოფო კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტების მისაღებად მზად არის

რუხის საავადმყოფო პაციენტების მისაღებად მზად არის. დღეს ადგილზე ჯანდაცვის მინისტრი იმყოფებოდა, რომელმაც ინფრასტრუქტურა დაათვალიერა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად მედპერსონალს შეხვდა.

ჯანდაცვის მინისტრის ინფორმაციით, რუხის საავადმყოფოში კოვიდინფიცირებულთა მისაღებად 35 ექიმია მობილიზებული, ამ ეტაპზე კი საავადმყოფოს 72 პაციენტის მიღების შესაძლებლობა აქვს.

"ახლა 14 რთული პაციენტის მიღების საშუალება აქვს კლინიკას. ჩვენ კიდევ ვაძლიერებთ შესაძლებლობებს, რომელიც საავადმყოფოს გააჩნია და ეტაპობრივად გაორმაგდება ეს რიცხი, შემდეგ კი ავალთ სრულ მოცულობაზე, რომელიც არის 220 საწოლზე გაშლილი მულტიპროფილური საავადმყოფო, რომელიც ამ ეტაპზე მოემსახურება COVID-19-ის ინფექციით დაავადებულ პაციენტებს და ჩაერთვება სრულად COVID-ინფექციის მართვაში," - აღნიშნა მინისტრმა.

რუხის საავადმყოფოში შესაძლებელი იქნება როგორც ცხელების ცენტრით გათვალისწინებული, ასევე ტესტირებისა და მკურნალობის ღონისძიებების ჩატარება. კლინიკა ოკუპირებული აფხაზეთიდან შემოყვანილ პაციენტებსაც მიიღებს.

დღის ამბები