18 ნოემბერი 2024,   19:01
ვრცლად
მნიშვნელოვანია, საოკუპაციო ძალამ ხელი არ შეუშალოს ავადმყოფების ჩვენს კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოყვანის პროცესს - ირაკლი ბერაია

პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის კომისიის თავმჯდომარემ ირაკლი ბერაიამ, საპარლამენტო უმრავლესობის წევრებთან ერთად, ოკუპირებულ რეგიონებში ეპიდემიოლოგიური ვითარების და მოსახლეობისთვის სამედიცინო სერვისებზე ხელმისაწვდომობის შესახებ დისტანციური შეხვედრა გამართა.

შეხვედრაზე დეპუტატებმა შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრს, აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ლეგიტიმური ხელისუფლების ხელმძღვანელ პირებს, ამ რეგიონების ჯანდაცვის უწყებების ხელმძღვანელებს და საქართველს ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგელებს მოუსმინეს. 

"საკმაოდ მძიმე ვითარებაა შექმნილი ოკუპირებულ რეგიონებში. ვითარება ისედაც რთული იყო, ჩვენი მოქალაქეების უფლებრივი მდგომარეობის თვალსაზრისით და შესაბამის სამედიცინო მომსახურებაზე მათი წვდომის შეუძლებლობით, რაც ზოგადად ოკუპაციით და ოკუპაციის შედეგად დაწესებული შეზღუდვებითაა განპირობებული. ახალი კორონავირუსის გავრცელება და დამატებითი შეზღუდვების შემოღება კიდევ უფრო ამძიმებს ამ მხრივ მათ მდგომარეობას. ჩვენთვის უმთავრესი პრიორიტეტია თითოეულ მათგანზე ზრუნვა, მათი სიცოცხლის და ჯანმრთელობის დაცვა. არსებულ მძიმე ვითარებაში, კრიტიკულად მნიშვნელოვანია, საოკუპაციო ძალამ ხელი არ შეუშალოს ავადმყოფების ცენტრალური ხელისუფლების კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოყვანის პროცესს,"- განაცხადა ბერაიამ.

დღის ამბები