07 სექტემბერი 2026,   00:28
ვრცლად
COVID-19-ით ინფიცირებულთა რაოდენობა 394-მდე გაიზარდა - გამოჯანმრთელდა 86

კორონავირუსით დაავადებულთა რიცხვი საქართველოში 394-მდე გაიზარდა. ინფორმაცია ოფიციალურ ვებგვერდზე stopcov.ge რამდენიმე წუთის წინ განახლდა. 

ინფიცირებულთა შორის ქვეყანაში 86 გამოჯანმრთელებულია. გარდაიცვალა 4 პაციენტი. 

კარანტინის რეჟიმში ამ ეტაპზე 5,094 მოქალაქე რჩება, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი - 547.

ამასთან, ექიმები უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილ საქართველოს 3 მოქალაქეს მკურნალობენ.

დღის ამბები