ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში კიდევ ერთ პაციენტი გამოჯანმრთელდა.
ახალგაზრდა მამაკაცი კორონავირუსის დიაგნოზით კლინიკაში რამდენიმე კვირის წინ მოხვდა. მას განმეორებითი ანალიზი აუღეს და პასუხი უარყოფითია. გამოჯანმრთელებულმა კლინიკა უკვე დატოვა.
ეს კლინიკაში COVID-19-გან გამოჯანმრთელებული მეორე პაციენტია. ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში ამ დროისთვის 25 პაციენტი იმყოფება, მათი ნაწილის მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა.
უახლოეს დღეებში განმეორებითი ანალიზი კიდევ ერთ პაციენტს ჩაუტარდება და უარყოფითი პასუხის შემთხვევაში კლინიკიდან გაწერენ.