08 ოქტომბერი 2024,   14:12
ვრცლად
ჩინეთის სახალხო რესპუბლიკა ერაყს კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლის ფარგლებში სამედიცინო დახმარებას გაუწევს

ჩინეთის სახალხო რესპუბლიკა ერაყს კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლის ფარგლებში სამედიცინო დახმარებას გაუწევს.

როგორც ბაღდადში მდებარე ჩინეთის საელჩოს წარმომადგენლები აცხადებენ, დახმარების პირველ ეტაპზე მედპერსონალის გაგზავნა არ იგეგმება და დახმარება მხოლოდ სამედიცინო მედიკამენტებს და კორონავირუსის დასადგენად საჭირო ტექნიკურ აღჭურვილობას მოიცავს.

ერაყში ბოლო მონაცემებით 1,539 ინფიცირების შემთხვევა ფიქსირდება, ქვეყანაში COVID 19-ით  82 მოქალაქე გარდაიცვალა.

დღის ამბები