22 დეკემბერი 2024,   09:58
ვრცლად
ქართველი ექიმები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში კორონავირუსთან ბრძოლის წინა ხაზზე

"კოვიდ 19"-თან ბრძოლა ზოგჯერ ექიმებს სიცოცხლის ფასად უჯდებათ. აშშ-ში მოღვაწე ნინო ქავთარაძე, რომელიც ინფიცირებულ პაციენტებს მკურნალობდა, ახლა კორონავირუსს თავად ებრძვის.

ამერიკაში კორონავირუსით დაინფიცირდა კიდევ ერთი ქართველი ექიმი, რომლის პაციენტიც სწორედ "კოვიდ 19-ით" გარდაიცვალა.

"საქართველომ არ უნდა ნახოს ეს! ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ არ ნახოს"- ეს იმ ქართველი ექიმის სიტყვებია, რომელიც ახლა კორონავირუსს ებრძვის. ახლა ის სიცოცხლის ფასად ცდილობს სხვა ქვეყნებში განვითარებული სცენარი მის სამშობლოში აღარ განმეორდეს.

მედიკოსები მთელი მსოფლიოს მასშტაბით ცდილობენ ყოველდღიურად ებრძოლონ უხილავ მტერს, ისინი ღამეებს ათევენ და საკუთარი ჯანმრთელობის ფასად სხვისი სიცოცხლის სადარაჯოზე დგანან.

დღის ამბები