08 ოქტომბერი 2024,   14:14
ვრცლად
ოკუპირებული აფხაზეთიდან გადმოსულ დედა-შვილს COVID-19 არ დაუდასტურდა

ოკუპირებული აფხაზეთიდან გადმოსულ დედა-შვილს COVID-19 არ დაუდასტურდა.

როგორც "კურიერს" საზოგადოებრივი ჯანდაცვის ადგილობრივი ცენტრის დირექტორმა ნანა ოდიშარიამ უთხრა, ამ დროისთვის მათ მხოლოდ ორი ადამიანის პასუხი მიიღეს, თუმცა, მოგვიანებით სენაკის ცხელების ცენტრში მოთავსებული კიდევ ორი პაციენტის პასუხს ელოდებიან.

ამ დროისთვის სამეგრელოში კორონავირუსის 2 დადასტურებული შემთხვევიდან ორივე განკურნებულია. 67 წლის მამაკაცმა და გალელმა შუახნის ქალმა ზუგდიდის ინფექციური საავადმყოფო უკვე დატოვეს.

დღის ამბები