07 სექტემბერი 2026,   02:38
ვრცლად
შიდა ქართლის რწმუნებულმა ქარელში ამოქმედებული ე.წ. ცხელების ცენტრი მოინახულა

შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულმა გიორგი ხოჯევანიშვილმა ქარელში ამოქმედებული ე.წ. ცხელების ცენტრი მოინახულა და არსებულ მდგომარეობას ადგილზე გაეცნო. ქარელის ცენტრალური საავადმყოფოს ბაზაზე მოწყობილი ცხელების ზონა ერთდროულად 35 პაციენტის მიღებას და მართვას შეძლებს. ამჟამად რეგიონში 5 ზონაა მოწყობილი. ამ ეტაპზე საეჭვო სიმპტომების პაციენტები არც ერთგან არაა. როგორც ცენტრის ხელმძღვანელმა აღნიშნა, რეგიონის ტერიტორიაზე მოქმედი ცხელების ცენტრების რესურსი ამ ეტაპზე საკმარისია და შექმნილი ვითარების მართვა გართულებების გარეშე მიმდინარეობს.

"ახალი კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით რეგიონი სრულადაა მობილიზებული, ქარელში ამოქმედდა ე.წ. ცხელების კიდევ ერთი ცენტრი. რეგიონში, ჯამში 5 ასეთი ზონაა, თითოეული ცენტრი უზრუნველყოფილია ყველა საჭირო საშუალებით," - აღნიშნა რწმუნებულმა.

დღის ამბები