18 ნოემბერი 2024,   18:41
ვრცლად
სახელმწიფო 1600-მდე პაციენტს უზრუნველყოფს მომსახურების ამ დონით, არსებობს გეგმა B და გეგმა C - თენგიზ ცერცვაძე

სპეციალისტები ანალიზის საფუძველზე პროგნოზირებენ, რომ მიმდინარე 2-3 კვირის განმავლობაში, ქვეყანა ვირუსის გავრცელების ყველაზე აქტიურ - პიკურ ფაზაში შედის,  შესაბამისად მოიმატებს შემთხვევების რაოდენობაც, ინფექციური საავადმყოფოს ხელმძღვანელის თენგიზ ცერცვაძის განცხადებით, იმ დონით, რა დონითაც ახლა ემსახურება საავადმყოფო პაციენტებს, დაახლოებით 1600 ინფიცირებული პირის მომსახურებაა შესაძლებელი, თუმცა თუკი მოიმატებს ნაკადი, მაშინ უნდა მოხდეს სხვა გეგმაზე გადასვლა, რომელიც  გულისხმობს იმას, რომ სამედიცინო დაწესებულებაში მხოლოდ ის პაციენტები მოთავსდნენ, რომელთაც ინფექციის გართულებული მდგომარეობა ექნებათ:

"არ ყოფილა შემთხვევა, რომ პაციენტი დარჩენილიყო ადეკვატური დიაგნოსტიკის მოვლის და მკურნალობის გარეშე. ეს დონე რომ უზრუნველყოს, ამისთვის დაახლოებით ოთხჯერადი მარაგი მაინც გვაქვს, ასე ვფიქრობ. ანუ დღეს ხომ 400 პაციენტია, ჩემი აზრია, რომ 1200-დან 1600-მდე პაციენტს სახელმწიფო უზრუნველყოფს მომსახურების ამ დონით, რომელიც დღეს არის. შემდეგში კი არ მიატოვებს მთლიანად, თქვენ იცით რომ გეგმა B არსებობს 2000 საწოლზე, გეგმა C არსებობს 10 000 საწოლზე, მაგრამ იქ უკვე ეს მომსახურება ვეღარ იქნება ისეთი სრულყოფილი, იქ მომსახურების ის ტიპი შეიძლება გამოვიყენოთ, რომელიც დღესაა საფრანგეთში, გერმანიაში, იტალიაში, ინგლისში, სადაც მომსახურება შემოიფარგლება ნაწილობრივი დახმარებით და ძირითადად პაციენტების სახლში დარჩენით," - განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.

 

 

დღის ამბები