18 ნოემბერი 2024,   18:49
ვრცლად
37 გრადუს ტემპერატურაზეც უკვე უნდა ინერვიულოთ - მარინა ენდელაძე კორონავირუსის სავარაუდო სიმპტომებზე

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების უფროსმა, მარინა ენდელაძემ "ღამის კურიერის" პირდაპირ ეთერში იმ სიმპტომებზე ისაუბრა, რომელიც COVID 19-ით ინფიცირებას შეიძლება მოჰყვეს. როგორც მარინა ენდელაძემ აღნიშნა, 37 გრადუსი ტემპერატურაც შეიძლება კორონავირუსის არსებობას მიანიშნებდეს.

"ძალიან მაღალი პროცენტი არა, მაგრამ არის, რა თქმა უნდა, უსიმპტომო პაციენტებიც. მათ რაღაც ძალიან მსუბუქი სიმპტომატიკა მაინც ექნებათ, თუნდაც, ზოგადი ადინამია. პირველ ეტაპზე, ჩვენ უსიმპტომო პაციენტებიც გამოვავლინეთ.  

რამდენად გამორიცხავს ცემინება კორონავირუსის არსებობას, ამის თქმა ცოტა რთულია. მაგალითად, მას არ ახასიათებს რინორია, ძირითადი სიმპტომი არ არის ცხვირიდან გამონადენი, მაგრამ ზოგიერთს ეს ჰქონდა. ყელის ტკივილი - აქვს, მაგრამ არა ყველას. დიარეა ნაკლებად ახასიათებს, ნაწლავთა დისფუნქციის შემთხვევები იყო საკმაოდ ბევრი. 

უსიმპტომო პაციენტების პროცენტულობას რაც შეეხება, ჩვენთან 5% გამოვიდა. საკმაოდ ბევრია, რა თქმა უნდა, თუკი ამას ვერ დავადგენთ.

თუ გაქვთ 37 სიცხე, უკვე უნდა ინერვიულოთ. მაგრამ არიან პაციენტები, ვისთვისაც 37 სიცხე ფიზიოლოგიაა და ადრეც ჰქონდათ 4-5 თვის წინ. ძალიან ხშირად გვაკითხავდნენ ასეთი პაციენტები, რომელთაც აქვთ დაბალი სიცხეები, 37 და 37.5 გრადუსი.

შეიძლება სიცხე შეიძლება არ გქონდეს, მაგრამ გქონდეს მსუბუქი ყელის ტკივილი, ცხვირიდან გამონადენი,იშვიათად, მაგრამ მაინც, დისკომფორტი, მუცლის ტკივილი. რაღაც მსუბუქი სიმპტომატიკა მაინც უნდა იყოს და, ამ შემთხვევეაში, კვლევას ექვემდებარება,"- განაცხადა მარინა ენდელაძემ.

დღის ამბები