თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების უფროსმა, მარინა ენდელაძემ "ღამის კურიერის" პირდაპირ ეთერში განაცხადა, რომ გამოჯანმრთელებული პაციენტები, მუდმივი დაკვირვების ქვეშ არიან. მისივე თქმით, აღმოჩნდა, რომ კორონავირუსი საკმაოდ ხანგრძლივი ინფექციაა.
"საგანგაშო გვერდითი მოვლენები არც ერთ პაციენტს არ ჰქონია. გამოჯანმრთელება ნელი ტემპით მიდის. კვლევებში ვერთვებით და ანტისხეულების გამომუშავება ზოგიერთთან ნელა მიდის, ზოგიერთში უფრო სწრაფად. ზოგს ისევ დარჩა და ეს, არის ხანგრძლივი ინფექცია. მაგალითად, წევს ჩვენთან პაციენტი, რომელიც 5 მარტიდან წევს კლინიკაში". - განაცხადა მარინა ენდელაძემ.