ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში შესატან ცვლილებებზე იმსჯელებენ დღეს ბიუროს სხდომაზე. პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარის გურამ მაჭავარიანის განცხადებით, ცვლილებები საგანგებო მდგომარეობის დროს სამართალდარღვევებს შეეხება.
ოპოზიცია დღევანდელ სხდომაზე კონკრეტულ გადაწყვეტილებებს ელოდება, რაც მთავრობის მიერ წარმოდგენილ ანტიკრიზისულ გეგმას შეეხება.
"დავაკვირდებით დღევანდელ დღის წესრიგში არის თუ არა რაიმე ისეთი საკითხი, რომელიც ხელს შეუწყობს ჩვენი მოქალაქეების ცხოვრების გაუმჯობესებას ამ უმძიმეს ვითარებაში. იქნება თუ არა რაიმე ისეთი კანონპროექტი, რომელიც ირიბად მაინც მთავრობის გეგმებზე მიუთითებს," - განაცხადა "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა რომან გოცირიძემ.