თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელი ღვანკითში, რომელიც დღეს დილის 6 საათიდან ჩაიკეტა, ადგილობრივი მოსახლეობა აცხადებს, რომ ისინი ჩაკეტვის შესახებ გაფრთხილებული არ იყვნენ და დღეს დილით, სამსახურში წასვლის დროს, გაიგეს.
მათივე თქმით, საშვები აქვთ, თუმცა სამსახურში წასვლას ამ დრომდე ვერ ახერხებენ. მოსახლეობის ინფორმაციით, სოფელში შეშინებული არიან, თუმცა პანიკა არ არის.
შეზღუდვა სოფელ ღვანკითში დილის 06:00 საათიდან მოქმედებს და ადგილობრივებს სოფლის დატოვების უფლება არ აქვთ. მიზეზი კორონავირუსის რამდენიმე დადასტურებული შემთხვევა გახდა.
სოფელში ამ დროისთვის ათი ინფიცირებულია, პაციენტების ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში არიან მოთავსებული. იმერეთის გუბერნატორის, ზვიად შალამბერიძის ინფორმაციით, ჩაკეტვა მას შემდეგ გახდა აუცილებელი, რაც სოფელში ახალი კერა გაჩნდა.
სოფელში ეპიდემიოლოგები მუშაობენ, ასევე გაიხსნება დაკეტილი მაღაზიები და მოსახლოებას პრობლემა არ შეექმნება, - აღნიშნა მხარის რწმუნებულმა.