საგანგებო მდგომარეობის რეჟიმი 106-მა მოქალაქემ დაარღვია. ასეთია ბოლო 24 საათის მონაცემები მთელი ქვეყნის მასშტაბით. პოლიციამ, ე.წ. კომენდანტის საათის დარღვევის ფაქტზე 54 ადამიანი დააჯარიმა.
საჯარო სივრცეში 3-ზე მეტი პირის შეკრების და ორმეტრიანი სოციალური დისტანციის დაუცველობის გამო, სულ 2 მოქალაქე გამოავლინეს.
მგზავრთა გადაყვანისა და ავტომობილით გადაადგილების წესის დარღვევის ფაქტზე კიდევ 50 პირი ამხილეს.