18 ნოემბერი 2024,   07:24
ვრცლად
ისევ შესაძლებელია თუ არა გარკვეული მედიკამენტების 1 ლარად შეძენა - ჯანდაცვის მინისტრის თქმით, ამოქმედებულია ალტერნატიული პროგრამა

ისევ მოქმედია თუ არა მედიკამენტების 1 ლარიანი პროგრამა, რომელიც გულისხმობდა იმას, რომ ასაკით პენსიონერები, სოციალურად დაუცველი მოქალაქეები და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირები ქრონიკული დაავადებების სამკურნალო 35 დასახელების მედიკამენტის შეძენას 1 ლარად შეძლებდნენ - ამ თემასთან დაკავშირებით "რუსთავი 2"-ის შეკითხვას ჯანდაცვის მინისტრმა საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე უპასუხა.

ეკატერინე ტიკარაძის თქმით, ამ პროგრამას პრობლემები ჰქონდა და 3 აპრილიდან უკვე ამოქმედებულია მეორე ალტერნატიული პროგრამა:

"ჩვენ ჯერ კიდევ წინა წელს დავაიდენტიფიცირეთ ამ პროგრამის პრობლემატიკა და მოსახლეობას არაერთხელ განვუმარტეთ, რომ ვმუშაობდით ახალ პროგრამაზე. 3 აპრილიდან უკვე ამოქმედებულია მეორე ალტერნატიული პროგრამა ერთლარიანი მედიკამენტების და ყველა იმ პაციენტს, რომელსაც აქვს ქრონიკული დაავადება და ამ პროგრამით სარგებლობდა, შეუძლია დაუყოვნებლივ ისარგებლოს ახალი პროგრამით, რომელიც ეფუძნება, როგორც ელექტრონულ რეცეპტს, ასევე მკაცრად კონტროლდება მათი ექიმების მხრიდან და ჩვენ გვაქვს მუდმივ რეჟიმში მონიტორინგის საშუალება," - განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

დღის ამბები