07 სექტემბერი 2026,   05:07
ვრცლად
რესპუბლიკურ საავადმყოფოში დღეს 25 პაციენტის ანალიზების პასუხს ელოდებიან

რესპუბლიკურ საავადმყოფოში დღეს 25 პაციენტის ანალიზების პასუხს ელოდებიან. კლინიკის დირექტორის, ლევან გოფოძის ინფორმაციით, სამედიცინო დაწესებულებაში, ამ დროისთვის, 66 პაციენტი მკურნალობს, მათგან კორონავირუსის დადასტურებული 39 შემთხვევაა. მისივე თქმით, ინფიცირებულებიდან ორის მდგომარეობა საყურადღებოა.

როგორც ლევან გოფოძე ამბობს, ერთი პაციენტის განმეორებითი ტესტის პასუხი გუშინ უარყოფითი იყო და ის კლინიკიდან გაეწერა. მისივე თქმით, განმეორებით ტესტს დღეს კიდევ ერთ პაციენტს ჩაუტარებენ, უარყოფითი პასუხის შემთხვევაში კი ისიც გამოსაჯანმრთელებულად ჩაითვლება.

დღის ამბები