07 სექტემბერი 2026,   05:07
ვრცლად
ფოთის ცხელების ცენტრში სამი ახალი პაციენტი შეიყვანეს, მათ შორის ექვსი თვის ბავშვია

ფოთის ცხელების ცენტრის დირექტორის, თეა მიგინეიშვილის ინფორმაციით, ცენტრში სამი პაციენტი შეიყვანეს. ორი მათგანის ანალიზები ლაბორატორიაში უკვე გაგზავნილია. ექვსი თვის გოგონას და 62 წლის მამაკაცის პასუხები ცნობილი დღეს გახდება.

17 წლის პაციენტი კი კლინიკაში მოგვიანებით შევიდა და მისი ბიოლოგიური მასალა ლუგარის ლაბორატორიაში დღეს გაიგზავნება. ექიმების შეფასებით, სამივე მათგანს რესპირატორული ინფექციის სიმპტომები აღენიშნებათ.

დღის ამბები