თბილისის ინფექციური საავადმყოფოს კლინიკური დირექტორის, მარინა ეზუგბაიას ინფორმაციით, კორონავირუსის ახალი დადასტურებული შემთხვევებიდან ერთი მათ კლინიკაშია მოთავსებული. როგორც მარინა ეზუგბაიამ ჟურნალისტებს განუცხადა, ახალი პაციენტის ინფიცირების წყარო ჯერ-ჯერობით უცნობია და ამასთან დაკავშირებით ეპიდემიოლოგიური კვლევა მიმდინარეობს.
მარინა ეზუგბაიას ინფორმაციით, დანარჩენი ახალი პაციენტები უკვე არსებული კლასტერებიდან არიან.
საქართველოში ბოლო 24 საათში ინფიცირების 11 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ამ დროისთვის კორონავირუსის 431 ფაქტია დადასტურებული.