კორონავირუსის 1 ახალი შემთხვევა დადასტურდა ბათუმში - 70 წლამდე ქალი ქობულეთის კლასტერს უკავშირდება. ის ბოლო 2 კვირის განმავლობაში თვითიზოლაციაში იმყოფებოდა. ახალ ინფიცირებულთან დამატებით მხოლოდ ერთი ოჯახური კონტაქტი გამოიკვეთა.
აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით აღნიშნულ პირს ოჯახის წევრის გარდა სხვასთან კონტაქტი არ ჰქონია. 70 წლის ქალი კლინიკა "მედალფაში" გადაიყვანეს, ამ ეტაპზე მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.
კლინიკა "მედალფაში" სულ 38 ინფიცირებულია, აქედან 35 ქობულეთის კლასტერთან კონტაქტირებული. ერთი პაციენტის მდგომარეობა მძიმეა, პაციენტი მართვით სუნთქვაზე იმყოფება. დანარჩენი ინფიცირებულების მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა.