07 სექტემბერი 2026,   06:05
ვრცლად
კორონავირუსისგან გამოჯანმრთელების ახალი შემთხვევებიდან სამი ჩვენი ცენტრის პაციენტია - მარინა ეზუგბაია

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს კლინიკური დირექტორის, მარინა ეზუგბაიას ინფორმაციით, კორონავირუსისგან გამოჯანმრთელების ახალი დადასტურებულ შემთხვევებიდან სამი მათი კლინიკის პაციენტია. ეზუგბაიას განცხადებით, ჯამში, 114 გამოჯანმრთელებული პაციენტიდან 56 თბილისის ინფექციური საავადმყოფოს პაციენტია. 

"კორონავირუსისგან გამოჯანმრთელების ახალი დადასტურებულ შემთხვევებიდან სამი ჩვენი ცენტრის პაციენტია. გუშინ ჩვენთან ჩატარდა რამდენიმე გამოჯანმრთელების ტესტი, აქედან სამთან განმეორებით დადასტურდა უარყოფითი პასუხი და ეს სამი პაციენტი გაეწერა, დანარჩენებთან კონცენტრაცია მნიშვნელოვნად დაიწია და იმედი გვაქვს, რომ რამდენიმე დღეში ისინიც სრულად გამოჯანმრთელდებიან,"- განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.

ჩვენ პირველი თებერვლიდან ვემსახურებით კოვიდინფიცირებულებს და საეჭვო შემთხვევებსაც. პირველი თებერვლიდან დღემდე თითქმის 800-ზე მეტმა პაციენტმა გაიარა ჩვენს ცენტრში, როგორც შესაძლო შემთხვევამ და მათ შორის დადასტურდა 101 შემთხვევა. გამოჯანმრთელებული გვყავს 56. ამ ეტაპზე, ჩვენთან 42 პაციენტი მკურნალობს,"- განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.

 შეგახსენებთ, რომ ამ დროისთვის კორონავირუსისგან ქვეყანაში სულ 114 ადამიანი გამოჯანმრთელდა. 

 

დღის ამბები