18 ნოემბერი 2024,   17:28
ვრცლად
ზუგდიდში მომხდარი ორმაგი დანაშაული - მამაკაცს ჭრილობები კეფის, გულ-მკერდის და მუცლის არეში, ბასრი საგნით აქვს მიყენებული

ზუგდიდში, კომენდანტის საათის დროს ურთიერთშელაპარაკებისას დაჭრილი ახალგაზრდა მამაკაცის მდგომარეობა მძიმეა. ზუგდიდის რეფერალური საავადმყოფოს კლინიკური მენეჯერის, სულხან ორჟონიას ინფორმაციით, მამაკაცს ჭრილობები კეფის, გულ-მკერდის და მუცლის არეში, ბასრი საგნით აქვს მიყენებული. 

"ახალგაზრდა მამაკაცი შემოიყვანეს კლინიკაში, სავარაუდოდ, ბასრი საგნით მიყენებული მრავლობითი ჭრილობებით კეფის, გულ-მკერდის და მუცლის არეში. სასიცოცხლო ჩვენებებით შევიყვანეთ საოპერაციო ბლოკში, რის შემდეგაც მოთავსდა კრიტიკული მედიცინის განყოფილებაში. ამჟამად, პაციენტის მდგომარეობა მძიმეა. ის იმყოფება მართვით სუნთქვაზე,"- განაცხადა სულხან ორჟონიამ.

"კურიერის" ინფორმაციით, სამართალდამცველებს სავარაუდო დამნაშავე ჯერჯერობით არ დაუკავებიათ.

"კურიერი" მომხდარის დეტალების გასარგკვევად დაჭრილი მამაკაცის მეუღლეს გაესაუბრა. როგორც რესპონდენტი ყვება, შელაპარაკების მონაწილე პირებს კარგი ურთიერთობა ჰქონდათ. მისივე თქმით, მომხდარის დეტალებზე არაფერი იცის, რადგან შემთხვევა სახლის გარეთ, კომენდანტის საათის დროს მოხდა.

​შეგახსენებთ, რომ ზუგდიდში, კომენდანტის საათის დროს მამაკაცი დაჭრეს. სავარაუდოდ, არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფი პირების ურთიერთშელაპარაკება დაჭრით დასრულდა.

მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც სიცოცხლისთვის სახიფათო, ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.

ამავე თემაზე
დღის ამბები