ყინწვისის მამათა მონასტრის დაკავებულ წინამძღვარს ბრალს სავარუდოდ დღეს წარუდგენენ. მამა დავით კობაიძეს გამოძიება განზრახ მკვლელობის მცდელობასა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებას ედავება.
გამოძიების ინფორმაციით, სასულიერო პირებს შორის დაპირისპირება 20 აპრილს ყინწვისის მონასტერში დაიწყო, რის შემდეგაც ყინწვისის მონასტრის წინამძღვარმა მისვე მეგობარ, მამა საბას ავტომობილით გადაადგილების დროს ცეცხლი გაუხსნა.
"კურიერის" ინფორმაციით, ადგილიდან ამოღებულია 7 ტყვია. დაპირისპირების მოტივი ამ დრომდე უცნობია. ტაძარში მომხდარს ამ დრომდე უარყოფენ. მათი განცხადებით, ეს ცრუ ბრალდებაა მსგავსი ფაქტი ტაძარში არ მომხდარა.