08 სექტემბერი 2026,   16:26
ვრცლად
ზუგდიდში დღეს საფლავების კურთხევა არ გაიმართება - მრევლი და ეპარქიის მეუფე გერასიმე კანონს ემორჩილება

ზუგდიდში საფლავების კურთხევა არ გაიმართება. ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტმა მეუფე გერასიმემ ჟურნალისტებს უთხრა, რომ საფლავების კურთხევის დღესთან დაკავშირებით ეპარქიის ტაძრებში პანაშვიდები გაიმართა.

"რადგანაც აკრძალულია, ვემორჩილებით სახელმწიფოს ამ რეგულაციებს",- აღნიშნა მეუფე გერასიმემ. მან დღეს წირვა ივერიის ღვთისმშობლის სახელობის მშენებარე საკათედრო ტაძარში აღავლინა, სადაც მიცვალებულთა მოსახსენიებელი პანაშვიდიც გადაიხადეს.

რაც შეეხება სასაფლაოებს, მუნიციპალიტეტის მასშტაბით სასაფლაოების შესასვლელებთან სამართალდამცავები არიან მობილიზებულები. "კურიერთან" კი მრევლის წევრების უმეტესობა ამბობს, რომ კანონით დადგენილ ნორმებს ემორჩილება და საფლავზე გასვლას არ აპირებს, ნაწილს კი გამონაკლისის იმედი აქვს.

დღის ამბები