18 ნოემბერი 2024,   18:57
ვრცლად
თეთრიწყაროში 143 პირის ანალიზის პასუხებს ელოდებიან

თეთრიწყაროში 170 ადამიანის ანალიზის პასუხები აიღეს, რომლიდანაც 27 პირის პასუხები ცნობილია და მხოლოდ ერთს დაუდასტურდა კორონავირუსი. მამაკაცი ე.წ. სამედიცინო კლასტერს განეკუთვნება. ის ერთ-ერთი ინფიცირებული ექთნის ოჯახის წევრია.

თეთრიწყაროს მერის, გიორგი ქორიძის განმარტებით, ინფიცირებული მამაკაცი უკვე სტაციონარშია გადაყვანილი.

მისივე ცნობით, დღის განმავლობაში 143 პირის ანალიზის პასუხები უნდა გახდეს ცნობილი.

"PCR ტექნოლოგიით აიღეს 170 სინჯი. დღეს დილით 27 ანალიზზე მოგვივიდა პასუხი და აქედან ერთი აღმოჩნდა დადებითი. დანარჩენ პასუხებს ველოდებით, რომელიც დღის მეორე ნახევარში გახდება ცნობილი.

სამედიცინო კლასტერს განეკუთვნება ინფიცირებული და ეს ადამიანი უკვე გადაყვანილია სტაციონარში. მისი ყველა კონტაქტი მოკვლეულია," - განაცხადა გიორგი ქორიძემ.

თეთრიწყაროში სულ გამოვლენილია 23 შემთხვევა. თეთრიწყარო უკვე მე-4-ე დღეა ჩაკეტილია.

 

დღის ამბები