ქუთაისის მერიასთან მეორე დღეა კვლავ ხალხმრავლობაა. ქალაქიდან გასვლის მსურველები საშვის რიგში დგანან.
მოქალაქეების სიას მერიის თანამშრომლები ადგენენ, მათ შენობაში შესაბამისი ნორმის მიხედვით უშვებენ და დისტანციის დაცვისკენ მოუწოდებენ.
მოქალაქეების თქმით, მათ სოფლებში სამუშაოდ უნდათ გასვლა და თუ დროულად ვერ მოახერხებენ, მიწის დამუშავება დაუგვიანდებათ.
მათი თქმით, საშვების გაცემის პროცედურა დაგვიანებულია და ადრე უნდა დაწყებულიყო.
მერიასთან კვლავ განთავსებულია სპეციალური ჯებირები. მერიაში საშვების გაცემის პროცედურას ათი თანამშრომელი ემსახურება და ხდება მსურველთა განაცხადის შესწავლა. როგორც ადგილობრივ ხელისუფლებაში განმარტავენ, ბევრი მოქალაქე განაცხადს არამიზნოვრივად აკეთებს, რაც რიგებს ზრდის.