კახეთში, სასტუმრო "კაჭრეთი ამბასადორში" მოწყობილი საკარანტინო სივრცე 75-მა ადამიანმა დატოვა. თითოეულმა მათგანმა საკარანტინო სივრცის დატოვებამდე სამედიცინო შემოწმება გაიარა. მათი წასვლის შემდეგ, საკარანტინო ზონის ტერიტორიაზე, რეკომენდაციების შესაბამისად, სრულფასოვანი სადეზინფექციო სამუშაოები ჩატარდა.
ბოლო მონაცემებით, ქვეყნის მასშტაბით, კარანტინის რეჟიმში 5 200-ზე მეტი ადამიანი იმყოფება, რომლებიც 84 სასტუმროში არსებულ საკარანტინო სივრცეებში არიან განთავსებული. კარანტინის ვადა სულ 11 220 ადამიანს დაუსრულდა.