07 მაისი 2024,   11:13
ვრცლად
ავსტრიაში კარანტინის რეჟიმი კიდევ უფრო შემსუბუქდება

ავსტრიაში დღეიდან კარანტინის რეჟიმი კიდევ უფრო შემსუბუქდება. მოქალაქეებს ქუჩაში გასვლის უფლება განსაკუთრებული საჭიროებისა და მიზეზების დასახლების გარეშეც შეეძლებათ. თუმცა, მოსახლეობა ვალდებული იქნება, საჯარო სივრცეებში ერთმეტრიანი დისტანცია დაიცვან. მთავრობის გადაწყვეტილებით, კვლავ აკრძალული იქნება 10 ადამიანზე მეტის შეკრება.

"ზომების შემსუბუქება ნამდვილად კარგია. აუცილებელია, დავუბრუნდეთ ცხოვრების ჩვეულ რიტმს," - აცხადებს ადგილობრივი. 

მაისის შუა რიცხვებში ავსტრიაში რესტორნების გახსნაც იგეგმება. ქვეყანაში COVID-19 თითქმის 16 ათას ადამიანს დაუდასტურდა. 

დღის ამბები