პირველის საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორმა დღეს გამართულ ტრადიციულ ბრიფინგზე კლინიკაში მყოფი პაციენტების ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ისაუბრა და ასევე განცხადება გააკეთა დღეს გარდაცვლილი ერთი პაციენტის შესახებ:
"ამ ეტაპზე კლინიკაში გვყავს 90 პაციენტი, აქედან კოვიდინფიცირებული გვყავს 76, გუშინ მივიღეთ 4 ახალი შემთხვევა, მათთან ჩატარებული კლინიკო-ლაბორატორიული კვლევებით არცერთთან არ ვლინდება პათოლოგიური ცვლილებები.
რეანიმაციულ განყოფილებაში გვყავს 7 პაციენტი, აქედან არის 3 სპონტანურ სუნთქვაზე, 4 ფილტვის ხელოვნურ ვენტილაციაზე.
დღეს დილით დაფიქსირდა ერთი პაციენტის ბიოლოგიური სიკვდილი, ქალბატონი 72 წლის , რომელიც შემოსულია 14 აპრილს კლინიკაში, ძირითადი დიაგნოზი არის კოვიდინფექციით გამოწვეული სუნთქვის მწვავე უკმარისობა, ანამნეზი დატვირთული ქრონიკული პათოლოგიებით . ჩატარებული ღონისძიებების მიუხედავად დილით დაფიქსირდა გულის გაჩერება და ბიოლოგიური სიკვდილი," - განაცხადა ლევან რატიანმა.