დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის თქმით, იმისთვის რომ რეგიონში სამედიცინო მომსახურება არ შეწყდეს,მარნეულში სასწრაფო სამედიცინო დახმარების თანამშრომლები შეიცვლებიან. აღნიშნულის მიზეზი თანამშრომელთა კორონავირუსით დაინფიცირება გახდა.
შეგახსენებთ, ამ ეტაპზე მარნეულის სასწრაფო სამედიცინო დახმარების 30-მდე თანამშრომელია კორონავირუსით დაინფიცირებული.