კორონავირუსზე ანტისხეულებით ჩატარებული ტესტით, წყალტუბოში ერთ მოქალაქეზე სავარაუდოდ დადებითი პასუხი მიიღეს.
არსებული ინფორმაციით, ის წყალტუბოს სათნოების სახლის ბენეფიციარი იყო.
დაავადებათა კონტროლის იმერეთის სამმართველოს უფროსის ინფორმაციით, ე.წ. წყალტუბოს კლასტერის კვლევას სპეციალისტები აგრძელებენ და სათნოების სახლის პერსონალისა და ბენეფიციარების ლაბორატორიულ დიაგნოსტიკას გეგმავენ, პასუხი მოგვიანებით გახდება ცნობილი.
პაციენტს, სავარაუდოდ, ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში გადაიყვანენ.