06 მაისი 2024,   23:15
ვრცლად
ესპანეთში საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობისას პირბადის გამოყენება სავალდებულო ხდება

დღე-ღამის განმავლობაში, იტალიაში კორონავირუსით 474 ადამიანი გარდაიცვალა, ხოლო ახალი შემთხვევების რაოდენობამ 1,900-ს მიაღწია.

ესპანეთში საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობისას პირბადის გამოყენება სავალდებულო ხდება, ახალი რეგულაცია ძალაში ორშაბათიდან შევა. ქვეყნის პრემიერ-მინისტრის პედრო სანჩესის განცხადებით, ხელისუფლება საზოგადოებრივი ტრანსპორტის ლოკაციებზე 6 მილიონი პირბადის დარიგებას გეგმავს.

ესპანეთში გარდაცვლილთა რაოდენობა 25,000-ს აჭარბებს.

"4 მაისიდან ის პირები, რომლებიც გამოიყენებენ საზოგადოებრივ ტრანსპორტს, ვალდებული იქნებიან ატარონ ნიღაბი. ამ ვალდებულების შესრულების გასაადვილებლად, ჩვენ მზად ვართ მთელი ქვეყნის მასშტაბით დავარიგოთ 6 მილიონამდე სამედიცინო პირბადე, განსაკუთრებით იმ რეგიონებში, სადაც ნიღბის ტარება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. დაწესებულმა აკრძალვებმა აშკარაა, რომ იმუშავა. მივიღე გადაწყვეტილება მივმართო პარლამენტს კიდევ გახანგრძლივდეს დაწესებული აკრძალვები მინიმუმ 15 დღით," - განაცხადა ესპანეთის პრემიერ-მინისტრმა.

საფრანგეთი კი ქვეყანაში ჩასული სტუმრებისთვის 14 დღიანი სავალდებულო კარანტინის დაწესებას აანონსებს - ამის შესახებ ინფორმაციას "როიტერსი" ავრცელებს. ჯერჯერობით უცნობია, რამდენ ხანს იმოქმედებს ახალი შეზღუდვა ქვაყანაში.

ბოლო მონაცემებით, საფრანგეთში კორონავირუსის დიაგნოზით თითქმის 25 ათასი ადამიანი გარდაიცვალა.

დღის ამბები