07 სექტემბერი 2026,   14:14
ვრცლად
ყვარელში უსაფრთხოების ზომების გამკაცრება არ იგეგემება და ინფიცირებული ექიმის კონტაქტების კვლევა გრძელდება - სახელმწიფო რწმუნებული

კახეთის სახელმწიფო რწმუნებულის, ირაკლი ქადაგიშვილის ინფორმაციით, ყვარელში უსაფრთხოების ზომების გამკაცრება, ამ ეტაპზე, არ იგეგმება. რეგიონში 85 პირის გამოკვლევის შედეგებს ელოდებიან, მათ შორის არიან იმ ექიმის ოჯახის წევრები, თანამშრომლები და პაციენტები, ვისაც კორონავირუსი დაუდასტურდა. ვისგან გადაედო ექიმს ვირუსი, ამის დადგენა ამ დრომდე ვერ ხერხდება. იმ პირთა ნაწილს, რომლებსაც კონტაქტი ჰქონდათ ინფიცირებულ ექიმთან, ჯერჯერობით, კორონავირუსი არ დაუდასტურდა.​

"რეჟიმი არ იცვლება, ჩვეულებრივი რჩება. უბრალოდ, ეპიდემიოლოგები და სხვა კომპეტენტური ორგანოები აგრძელებენ ყველა იმ კონტაქტის საბოლოო გადამოწმებას. 147 კონტაქტია გამოკვეთილი მთელ ქვეყანაში და, მათ შორის, ჩვენს რეგიონშიც. ტარდება გაფართოებული, მიზანმიმართული PCR კვლევები მოწყვლად ჯგუფებზე, ესენი არიან, პირველ რიგში, ექიმები, პოლიციელები დ ის ადამიანები, როლებიც ყველაზე უფრო დიდი რისკის ქვეშ არიან,"- განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.

დღის ამბები