07 სექტემბერი 2026,   14:13
ვრცლად
ყვარელში დაინფიცირებული სასწრაფოს ექიმთან კავშირში მყოფ არცერთ პირს კორონავირუსი არ დაუდასტურდა

ყვარელში დაინფიცირებული სასწრაფოს ექიმთან კავშირში მყოფ არცერთ პირს კორონავირუსი არ დაუდასტურდა - ამის შესახებ დავადებთა კონტროლის კახეთის რეგიონული განყოფილების უფროსმა განაცხადა. ნელი ხიზანიშვილის თქმით, გუშინ გაგზავნილი 40 ნიმუშიდან ყველა უარყოფითია. საერთო ჯამში, 50 წლის ქალთან კონტაქტში მყოფ 147 მოქალაქიდან 102-ის ნიმუშია გამოკვლეული და ვირუსი არცერთს არ დაუდასტურდა. მათგან 67 მედპერსონალია.

ნელი ხიზანიშვილის ინფორმაციით, გამოსაკვლევი კონტაქტებიდან 45-ს დღის განმავლობაში აუღებენ ბიოლოგიურ ნიმუშს და ლუგარის ლაბორატორიაში გაიგზავნება.

ყვარლის სასწრაფო დახმარების ცენტრის ექიმის დაინფიცირების წყარო ამ დრომდე უცნობია.

ამასთან, გაირკვა, რომ თბილისის ერთ-ერთი საავადმყოფოს ექთანი, რომელსაც კორონავირუსი დაუდგინდა, ბოლოს 27 აპრილს, რამდენიმე საათის განმავლობაში, სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ნუკრიანში მეუღლესთან სტუმრად იმყოფებოდა, რის შემდეგაც სოფელი დატოვა და დედაქალაქში გაემგზავრა. 

ექთნის სტუმრად ყოფნის შემდეგ გამოიკვლიეს მისი მეუღლის კონტაქტი სამ მეზობელთან. ისინი ახლა თვითიზოლაციაში და სპეციალისტების მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფებიან. მათ კორონავიურსზე ანალიზს დღეს აუღებენ. 

რეგიონის 10 საკარანტინო სივრცეში 459 მოქალაქე იმყოფება, ხოლო თვითიზოლაციაში 36 პირია.

დღის ამბები