07 სექტემბერი 2026,   14:14
ვრცლად
გორის ჰოსპიტლის ექთნის ირგვლივ კორონავირუსის გავრცელების არეალი ლოკალიზებულია - რწმუნებული

სამხედრო ჰოსპიტლის ექთნის ირგვლივ კოვიდ-19-ის გავრცელების არეალი ლოკალიზებულია, ამის შესახებ შიდა ქართლის სამხარეო რწმუნებულმა განაცხადა.

გიგი ხოჯევანიშვილის განცხადებით კარანტინში და თვითიზოლაციაში გადაყვანილია 105 ადამიანი და მათზე სამედიცინო დაკვირვება გრძელდება.

ექთნის დაინფიცირების შესახებ 30 აპრილს გახდა ცნობილი. გორის სამხედროს ჰოსპიტლის მედდას კორონავირუსი გეგმური PCR ტესტირებისას აღმოაჩნდა. დაინფიცირებული გორის მუნიციპალიტეტის სოფელ თერგვისიდან არის.

დღის ამბები