ფშაველი-აბანო-ომალოს საავტომობილო გზაზე მეწყერში მოყოლილ პირთაგან ერთ-ერთს ამ დრომდე ეძებენ, ხოლო მაშველების მიერ ნაპოვნი პირის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.
თელავის მუნიციპალიტეტის წარმომადგენელის, ვალერი აბრამიშვილის ინფორმაციით, ფშაველი-აბანო-ომალოს საავტომობილი გზაზე მეწყერში მოყოლილი 2 ადამიანი საგზაო სამსახურის თანამშრომლები არიან. მისივე განცხადებით, მეწყერი მაშინ ჩამოწვა, როდესაც გზაზე გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობდა.
შეგახსენებთ, რომ ფშაველი-აბანო-ომალოს საავტომობილი გზაზე მეწყერმა ორი ადამიანი მოიყოლა. ერთის ამოყვანა თავიდანვე მოახერხეს. მას თავი, თვალი და კიდურები აქვს დაზიანებული.
იმის გამო რომ ომალო-აბანოს მონაკვეთზე სატელეფონო კავშირი გართულებულია, ინფორმაციის მიღება სამაშველო ოპერაციის პარალელურ რეჟიმში ვერ ხერხდება.