გიორგობის დღესასწაულთან დაკავშირებით გორში უსაფრთხოების ზომები მკაცრდება. გორიჯვრის ტაძრამდე მისასვლელი სამანქანო გზა ჩაიკეტება. მომლოცველებს ტაძრამდე მისვლა ფეხით და სოციალური დისტანციის დაცვით მოუწევთ. განსხვავებით წინა წლებისგან, საზეიმო წირვას, რომელიც ტრადიციულად ღამით იმართებოდა ხოლმე, გორისა და ატენის მიტროპოლიტი დილას 9 საათზე დაიწყებს.
გიორგობას გორში განსაკუთრებულად აღნიშნავენ. ამ დღეს მორწმუნეთა უმრავლესობა მოსალოცად გორიჯვრის მთაზე მდებარე წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიაში მიდის.