08 სექტემბერი 2026,   16:23
ვრცლად
რატომ ჩივის ის ვინც არ დაზარალებულა იქნება ცილისწამებაა? - მეუფე იოანე ყინწვისში მომხდარ სისხლიან დაპირისპირებაზე

"ჩივის ის, ვინც არ დაზარალებულა, რატომ ჩივის, რას ჩივის, იქნება ცილისწამებაა?" - განაცხადა ქუთაის-გაენათის ეპარქიის მეუფე იოანემ ყინწვისში, მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით.

მეუფე იოანეს თქმით, ყინწვისში მომხდარი სისხლიანი დაპირისპირების საქმეზე დასკვნა ჯერ გამოძიებამ უნდა დადოს, ხოლო როცა სინოდი შეიკრიბება, თუ საჭიროდ ჩათვლიან იმსჯელებენ .  

"როცა შეიკრიბება სინოდი, მაშინ იმსჯელებს და თუ გასარკვევია, გაირკვევა. წინასწარ გეგმა არ არის. ეპარქიაში თუ მოხდა რამე, ის ვალდებულია, მოახსენოს პატრიარქს.

თუ მიდის გამოძიება, დაველოდოთ გამოძიების შედეგებს, მომჩივანი არავინ არის, რა მესროლაო, კაცი გამოდის და ამბობს, ჭრილობა არაფერი მაქვს, რას ლაპარაკობთო და ის არ ჩივის და ვინ ჩივის, ვინც არ დაზარალებულა. რატომ ჩივის, რას ჩივის, ეგებ ცილისწამებაა, გამოძიება გამოარკვევს," - ამბობს მეუფე იოანე.

დღის ამბები