ოკუპირებული ცხინვალის რეგიონში კორონავირუსის სამი შემთხვევა ფიქსირდება. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, კოვიდ ინფექცია კადეტთა სამხედრო სასწავლებლის 14 წლის მოზარდს, ასევე ქალსა და მის 6 წლის შვილს დაუდასტურდათ. სამივე ინფიცირებული ოკუპირებულ ცხინვალში რუსეთიდან დაბრუნდა.
ცხინვალის დე ფაქტო მთავრობის გადაწყვეტილებით, ვირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით რუსეთთან საზღვარი 10-დან 17 მაისამდე ჩაიკეტება.